სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და  Bucharest University of Economic Studies  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20 ოქტომბერი, 2021

ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუმინეთში. ის დაარსდა 1913 წელს, როგორც უმაღლესი დონის კომერციული და სამრეწველო კვლევების აკადემია და იქცა ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკურ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტად როგორც რუმინეთში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტები შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც აკადემიური, ისე კვლევითი აქტივობების ფარგლებში.

ზემოხსენებული შეთანხმების მიზანს წარმოადგენს  ერთის მხრივ პარტნიორ ინსტიტუტებს შორის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ - ურთიერთობის გაღრმავება, სამომავლო თანამშრომლობისათვის. ამას გარდა როგორც გაცვლითი, ისე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება. 

კერძოდ:

  • სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობა გაცვლით პროგრამებში;
  • სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
  • გაერთიანებულ ფორმატში, ლექცია-სემინარები და აკადემიური აქტივობები.
Message body empty