სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ უმასპინძლა ვებინარს - „დისტანციური მუშაობის კიბერჰიგიენა"

01 ნოემბერი, 2021

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების თვეა! 29 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა ანდრო გოცირიძის ონლაინ საჯარო ლექციას სახელწოდებით: „დისტანციური მუშაობის კიბერჰიგიენა“. ბატონმა ანდრომ ისაუბრა   გამოწვევებსა და კიბერჰიგიენის მარტივ წესებზე - თუ როგორ შევამციროთ დისტანციური რეჟიმით გამოწვეული კიბერრისკები. 

შეგახსენებთ, ანდრო გოცირიძე დახლავთ კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი. თავდაცვის სამინისტროს  კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 2014 -2017 წწ, გენერალური ინსპექტორი 2012-2014 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობეზე, 2008-2012 წლებში იყო სს „პრივატბანკისა“ და სს „ბანკი კონსტანტას“ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ეროვნული და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები, საფუძველი ჩაეყარა კიბერრეზერვის პროექტს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცების კიბერუსაფრთხოების სფეროში ტრენერებად ინტეგრაციას, დაინერგა კიბერცნობიერების ამაღლების მრავალკომპონენტიანი სისტემა.

ვებინარი SEU-ს Facebook Live-თაც მიმდინარეობდა. დამსწრე პირბმა სპიკერს დაუსვეს კითხვები თემის ირგვლივ და მიიღეს საინტერესო ინფორმაცია.

Message body empty