სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ ხელი მოაწერა მემორანდუმს გარემოსდაცვით საკითხებში თანამშრომლობის მიზნით

27 ოქტომბერი, 2021

26 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ მონაწილეობა მიიღო პლასტიკისგან თავისუფალი კვირეულის ფარგლებში, შვედური ინსტიტუტისა Swedish Institute და შვედეთის საელჩოს Embassy of Sweden in Tbilisi მხარდაჭერით საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის მიერ ჩატარებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის კონფერენციაში,გარემოზე პლასტიკის მავნე გავლენისგან გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვის და ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის პლატფორმის შექმნის მიზნით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ არემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, პროფესიული გაერთიანებები და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციები.

ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა სიმბოლურ მემორანდუმს გარემოსდაცვით საკითხებში თანამშრომლობის მიზნით.