სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორებმა  SEU-ს სტუდენტებს უმასპინძლეს

16 ნოემბერი, 2021

15 ნოემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორებმა  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-სა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლეს.

პროკურატურის თანამშრომლებმა სტუდენტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს საქმიანობის და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

ასევე, საჯარო ლექციაზე დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და აღნიშნულ დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.  

საჯარო ლექციის ფარგლებში, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დემონსტრირების მიზნით, დისკრიმინაციის ნიშნებზე, პროკურორებმა სტუდენტების მონაწილეობით სისხლის სამართალწარმოების პრაქტიკული ასპექტები განიხილეს. სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები და ასევე, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს.  

თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება და ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.