სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვებინარი მასწავლებლებისათვის

06 დეკემბერი, 2021

4 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით, სკოლის მასწავლებლებისათვის ჩატარდა ონლაინ  ვებინარი სახელწოდებით: ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება სასკოლო ცხოვრებაში.

ვებინარი შეეხო ციფრული თხრობის მეთოდის გაცნობას სკოლის სამივე საფეხურის მასწავლებლებისთვის, რის საფუძვლეზეც შესაძლებელია ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა ონლაინ თუ პირისპირ სწავლებისას.

ვებინარის მიზანი იყო, მონაწილეებს გაეაზრებინათ თხრობის ეფექტურობა 21-ე საუკუნეში. დაენახათ მისი გამოყენების მრავალფეროვნება და საჭიროება, რათა მოხდეს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის უნარის გაზრდა, საგნობრივ კომპეტენციებსა და ციფრულ წიგნიერებასთან ერთად.

მონაწილეები გაეცნენ მეთოდებს და ტექნიკურ საშუალებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ციფრული თხრობის იდეების გენერირება, გადგეგმვა, განხორციელება და შეფასება.

სპიკერი გახლდათ ნინო ბიწკინაშვილი - განათლების დოქტორი, SEU - ს ასისტენტ-პროფესორი, ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი ევროპულ სკოლაში  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ექსპერტი, ტრენერი.

თითოეული მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

Message body empty