სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

10 დეკემბერი, 2021

6-10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა შემდეგ ღონისძიებებს:

  • საჯარო ლექცია თემაზე - ენერგიის უფლება;
  • კინოჩვენება - გენდერული თანასწორობის შესახებ;
  • კინოჩვენება - სქესობრივი დანაშაულების შესახებ;
  • საჯარო ლექცია თემაზე - პანდემია და ადამიანის უფლებები;
  • კინოჩვენება - მრავალფეროვნების სახეები-სოფო, მრავალფეროვნების სახეები-ჰურიე;
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი - ბიზნესის და ადამიანის უფლების სპეციფიკის გათვალისწინებით.

აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენს SEU-ს სტუდენტები, აბიტურიენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

კვირეულის მიზანი იყო სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით, ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.

აღსანიშნავია, რომ SEU ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში აქტიურადაა ჩართული, მიგვაჩნია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცებას.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამით „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG).

Message body empty