სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სასწავლო ვიზიტით ესტუმრა ყაზახეთის და უზბეკეთის ახალგაზრდებისგან შემდგარი დელეგაცია

15 დეკემბერი, 2021

14 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, ცენტრალური აზიის ევროპის ფონდის ორგანიზებითა და USAID-ის ხელშეწყობით, სასწავლო ვიზიტით ესტუმრა ყაზახეთის და უზბეკეთის 15 ახალგაზრდისგან შემდგარი დელეგაცია.

სასწავლო ვიზიტის მიზანი გახლდათ ახალგაზრდობის ისეთ  სფეროებში გამოცდილების გაზიარება, როგორიცაა: სტუდენტური ცხოვრება, აქტივობა და ახალგაზრდული პოლიტიკის მართვა.

ვიზიტის ფარგლებში, SEU-ს ადმინისტრაციულმა, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა ისაუბრეს:

  • სტუდენტურ ცხოვრებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე საუნივერსიტეტო საქმიანობაში;
  • სტუდენტურ თვითმმართველობაზე და მის როლზე;
  • უნივერსიტეტში არსებული პროგრამების უპირატესობებზე;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე;
  • გაცვლით პროგრამებზე;
  • სასწავლო პროცესის მართვის თავისებურებებზე და სხვა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

Message body empty