სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ შემოქმედებითობისა  და ინოვაციის მსოფლიო კვირეულს უმასპინძლა

21 აპრილი, 2022

15-20 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის ინიციატივით, ჩატარდა შემოქმედებითობისა  და ინოვაციის მსოფლიო კვირეული.

კვირეულის ფარგლებში, შემდეგი საკითხები იქნა განხილული:

შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა მეწარმეობაში

  • სპიკერი: ალფრედო მოსკარდინი - SEU-ს ახალი ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამების თანაავტორი, სანდერლენდის უნივერსიტეტის ემერიტუსი, კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნორთუმბრიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მათემატიკოსი.
  • დოქტორმა ალფრედო მოსკარდინიმ ისაუბრა შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობაზე და მის პრაქტიკულ გავლენაზე მეწარმეობაში. განიხილა  პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომების შემოქმედებითი საწყისები და ჩარჩოებს მიღმა აზროვნების მნიშვნელობა.

კრიპტო და ბლოკჩეინ ინდუსტრია საქართველოში/ სტარტაპი Ambry

  • სპიკერი: ლუკა ლომსაძე - საქართველოში უმსხვილესი ონლაინ საფულის, eMoney-სა და ასევე საქართველოში ყველაზე დიდი კრიპტო exchange პლატფორმის MyCoins-ის პროექტების მენეჯერი; სტარტაპ Ambry-ს, ბლოკჩეინზე დაფუძნებული AML ანალიტიკური პლატფორმის, თანადამფუძნებელი.
  • ექსკლუზიურად SEU-ს სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, რომ სტაჟირება გაიარონ სტარტაპ Ambry-ში და MyCoins-ში. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, თეონა ბებიას მეილზე: [email protected]
  • ასევე, შეხვედრის ბოლოს სტუმარმა სასაჩუქრე ბმულიც გაგვიზიარა, რაც საშუალებას აძლევს SEU-ს სტუდენტებს, რომ მიიღონ უფასო კრიპტოები და სხვადასხვა ფასდაკლებები. იხილეთ ბმული: https://bit.ly/3v1dUaT

როგორ გავიდეთ ექსპორტზე ელექტრონული კომერციის მეშვეობით

  • სპიკერი: ეკატერინა (კატო) რამიშვილი - ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, "ქისას" დამფუძნებელი, Etsy და Shopify პლატფორმების ექსპერტი.
  • სპიკერმა დეტალურად გააცნო მსმენელებს ონლაინ კომერციის დადებითი მხარეები და ელ. კომერციის პლატფომების გამოყენების თავისებურებები. შეხვედრაზე განხილულ იქნა Etsy-სა და Shopify-ს პლატფორმები. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) თავისებურებებსა და unipay & paypal მუშაობის სპეციფიკას.


Wine Diamond/ NFT

  • Wine Diamond-ისა და Emocia Wines-ის დამფუძნებელმა, თამარ აბულაძემ მსმენელებს გაუზიარა ბრენდის შექმნის ისტორია. სტუმარმა დეტალურად მოუთხრო აუდიტორიას თუ როგორ გაჩნდა იდეა, რა დაბრკოლებები გადალახა და როგორ შეძლო ბრენდმა ბაზარზე თავის დამკვიდრება.
  • თეოდორა ტეჩიმ ისაუბრა NFT-ს შესახებ და დეტალურად ახსნა NFT პროდუქტების შექმნის სპეციფიკა. ასევე, განიხილა სხვადასხვა NFT პლატფორმა, სმარტ კონტრაქტები, გუნდისა და მარკეტინგის მნიშვნელობა.
Message body empty