სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორქშოპი თემაზე: ბიზნესის კვლევის მეთოდების გამოყენება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებში

06 მაისი, 2022

6 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა ვორქშოფი თემაზე: „ბიზნესის კვლევის მეთოდების გამოყენება  საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებში.“

ტრენინგს უძღვებოდა ვალერი მოსიაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

ვორქშოპს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო:

  • ბიზნესის კვლევის მეთოდების ზოგადი დახასიათება;
  • თვისებრივი და რაოდენობრივი ემპირიული გამოკვლევები;
  • პირველადი და მეორადი მონაცემების მოპოვების მეთოდები ბიზნესის კვლევებში;
  • შერჩევის დიზაინი, ტიპები;
  • პირველადი სტატისტიკური მონაცემების მოპოვების მეთოდები;
  • კითხვარის დიზაინი და სტრუქტურა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების შესრულებისას.

 

Message body empty