სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ პირველი ტური ჩატარდა

16 მაისი, 2022

კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ პირველი (შესარჩევი) ტური საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში მიმდინარე წლის 14 მაისს ჩატარდა.

კონკურსის პირველ ტურში 354 მოსწავლე მონაწილეობდა. მათი ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა 122 ფინალისტი. 

SEU-ში კონკურსის ფინალური ტური ჩატარდება 2022 წლის 28 მაისს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2022 წლის 4 ივნისს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომელთაგან განისაზღვრება: 

  • სამი „საუკეთესო“ (I, II და III ადგილი)
  • სამი „გამორჩეული“ (IV - VI ადგილი)
  • ოთხი „წარჩინებული“ (VII - X ადგილი)

სამი „საუკეთესო“ თხზულების ავტორს SEU დააჯილდოებს ფულადი პრიზებით:

  • პირველი ადგილი: 1000 ლარი
  • მეორე ადგილი: 600 ლარი
  • მესამე ადგილი: 300 ლარი

ასევე, სამივე გამარჯვებულის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს SEU-სგან გადაეცემა ფულადი პრიზები:

  • პირველი ადგილი: 600 ლარი;
  • მეორე ადგილი: 400 ლარი;
  • მესამე ადგილი: 200 ლარი.

შემოქმედებითი შთაგონება და წარმატება ყველა მონაწილეს!

Message body empty