სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია ბავშვთა ქორწინების საკითხებზე

06 ივნისი, 2022

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა ქორწინების საკითხებზე.

საჯარო ლექციის მიზანი იყო, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ბავშვობის ასაკში ქორწინების მიზეზების, ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, სამართლებრივი რეგულაციების, საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფოსა და საზოგადოების როლის შესახებ.

საჯარო ლექციაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, მომხსენებლებისთვის დაესვათ შეკითხვები.

მოსწავლეებს გადაეცათ ბავშვთა ქორწინების თემატიკაზე შექმნილი წიგნები და საინფორმაციო მასალები.

Message body empty