სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ქართულ-შვეიცარიული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: „საქართველო - კონფლიქტებისა და დაპირისპირების ფონზე“

10 ივნისი, 2022

7 - 8 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა ქართულ - შვეიცარიული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: „საქართველო - კონფლიქტებისა და დაპირისპირების ფონზე“.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-სა და აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის (OST) სტუდენტები და პროფესორები.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა 7 ივნისს, SEU-ში მოისმინეს პროფესორ ვახტანგ მაისაის ლექცია საქართველოს გეო-პოლიტიკური გამოწვევების შესახებ და აქტიურად ჩაერთნენ მოდელირებულ დებატებში. სტუდენტებს შეხვდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს წამომადგენლები, ქრისტინე კაპანაძე და ნინო გოგოხია. მათ ისაუბრეს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე.

მონაწილეები ასევე შეხვდნენ საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებს ირინა სეფერთელაძეს და სალომე ალანიას, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს კვლევის შედეგები და ახალგაზრდების გამოწვევები საქართვლოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით.

8 ივლისს, მონაწილეები ეწვივნენ  შვეიცარიის საელჩოს, სადაც შეხვედრა გამართეს შვეიცარიის ელჩთან. მონაწილეები ასევე დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას, დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის შენობა და ახლადგახსნილი მუზეუმი.

შვეიცარიელ და ქართველ სტუდენტებს უმასპინძლეს თბილისის საკრებულოშიც საკრებულოს წევრებმა: კახაბერ ლაბუჩიძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი ოქროპირიძემ. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს გააცნეს ქალაქის მიერ განხორციელებული პროექტები და გეგმები. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის ფარგლებში SEU-ს სტუდენტები და პროფესორები ივლისის დასაწყისში, აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტს (OST) ეწვევიან.

Message body empty