სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა

27 ივნისი, 2022

24 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიის წარმომადგენლები.

კომპანიებმა დამსწრეებს გააცნეს ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიისა და სტაჟირების შესახებ. კონკრეტული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ჰქონდათ კომპანიის წარმომადგენლისთვის განსახილველად დაეტოვებინათ საკუთარი რეზიუმე (CV).

აღსანიშნავია, რომ კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური აქტიურად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე და მათ სისტემატიურად სთავაზობს მიზნობრივ ტრენინგებს, ვორქშოფებს, დასაქმების ფორუმებს და სხვა.

Message body empty