სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა შვეიცარიაში, საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა

13 ივლისი, 2022

2-11 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტის "MOVETIA"  (შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდი) ფარგლებში, შვეიცარიაში გამართულ საზაფხულო სკოლაში.

სტუდენტები ეწვივნენ სენტ-გალენის უნივერსიტეტს.  პროექტს ხელმძღვანელობდა SEU-ს ვიცე - რექტორი ანა ფირცხალაშვილი, ხოლო სტუდენტებს მენტორობას უწევდა მოწვეული ექსპერტი - ნია ძერია.

აღსანიშნავია, რომ SEU შვეიცარიის, უკრაინისა და ალბანეთის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ჩართულია საერთაშორისო პროექტში MOVETIA, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო კურსის „ადამიანის უფლებები, სოციალური გამოწვევები და სოციალური მუშაობა“ შემუშავებას, დანერგვას და სტუდენტური კვლევითი პროექტების ჩატარებას.

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა შეაფასეს  არსებულ სოციალურ გამოწვევებთან დაკავშირებული კვლევების შედეგები. საზაფხულო სკოლა დაიგეგმა და  ჩატარდა პროექტის "MOVETIA"  სრული დაფინანსებით.

ქვეყნებს შორის მოხდა თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო ერთობლივი პროექტების და ასევე ბილატერალური თანამშრომლობის დაგეგმვა.

SEU-ს ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება ინტერნაციონალიზაცია, შესაბამისად, ჩვენს სტუდენტებს სისტემატიურად ვთავაზობთ  საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას.