სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ვიცე-რექტორის ვიზიტი ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში

15 ივლისი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით ბ-ნ გოდერძი ბუჩაშვილი, ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით ეწვია.

შეგახსენებთ, რომ ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (UNIVERSITY OF ECONOMICS AND HUMAN SCIENCES IN WARSAW) ჩვენ ორმაგი დიპლომის შეთანხმება გვაქვს, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტის, ფსიქოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, SEU-სა და ვარშავის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომი მიიღონ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმაგ დიპლომთან დაკავშირებული საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები.

Message body empty