სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ სამეცნიერო მულტიდისციპლინარულ კონფერენცია SEU MSC 2022-ს უმასპინძლა

21 ივლისი, 2022

19 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენცია SEU MSC 2022. მულტიდისციპლინარულ კონფერენციაში მონაწილებას იღებდა აკადემიური წრის 35 წარმომადგენელი, საქართველოს 10-მდე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან.

მულტიდისციპლინალური კონფერენციის საშუალებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურმა პერსონალმა, მკვლევარებმა და დოქტორანტებმა წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
  • სამართალი;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • კონფერენციის მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენებები და დისკუსიის ფორმატში განიხილეს აქტუალური და საინტერესო საკითხები.

კონფერენცია გახსნა სეუ-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა.