სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

Startup Day - ხელოვნების და ტექნოლოგიების გადაკვეთა

25 ივლისი, 2022

21 ივლისს, ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის “შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის” ფარგლებში SEU-სა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიზნეს ინკუბატორი Upstart-ის თანამშრომლობით, ჩატარდა სტარტაპ დღე - "ხელოვნების და ტექნოლოგიების გადაკვეთა".

მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს, თუ რა პერსპექტივებია ხელოვნებასა და ტექნოლოგიებში სტარტაპების დასაწყებად. სპიკერები: დავით ჩეჩელაშვილი, თაზო არუნაშვილი, თენგიზ თაქთაქიშვილი, ნინო წითლანაძე, თეონა ბებია.

განხილული იყო შემდეგი თემები:

  • ხელოვნური ინტელექტი და ვირტუალური რელობა.
  • STEAM მეთოდოლოგია-ხელოვნების და ტექნოლოგიის გადაკვეთა.
  • კრეატიულობა - საიდან იწყება ის.
  • ტექნოლოგიები განათლებაში და სიმულატორები.
  • ინტელექტუალური საკუთრების როლი და დაცვის მექანიზმები.

შემდგომ კი, მოწვეულმა ორმა სტარტაპმა VISU • ვიზუ -მ და Pharao-მ  განვლილ გზაზე მოკლე პრეზენტაციები გააკეთეს.

ღონისძიება ჩატარდა სამხატვრო აკადემიაში.

Message body empty