სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქმიანი ვიზიტი გერმანიაში, bbw გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

21 ივლისი, 2022

20 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტურიზმი პროგრამის ხელმძღვანელი - მალხაზ ღვინჯილია და  ასოცირებული პროფესორი - მაია ღვინჯილია ბერლინში, bbw გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ხელმძღვანელს -  დოქტ. საშა ფლემინცს საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხო SEU-სა და bbw-ს ურთიერთანამშრომლობის პრაქტიკულ რეალიზაციას ტურიზმის პროგრამულ მიმართულებაზე. გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, საგანმანათლებლო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. გამოითქვა მოსაზრებები სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით,  ცალკეულ მიზნობრივ პროექტებში.

დასასრულს, ბ-მა ფლემინცმა გამოთქვა სურვილი, ამა წლის ოქტომბერში SEU-ში ვიზიტისა და ადგილზე განსახორციელებელი პროექტების ორგანიზებისა და ანალიზის შესახებ.

 

Message body empty