სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU საქართველოში პირველი Half-Chain NFT ჰაკათონის გენერალური სპონსორი და მასპინძელია

25 ივლისი, 2022

23 და 24 ივლისს,  საქართველოში პირველი Half-Chain NFT ჰაკათონი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია NFP CREW და საზოგადოება NFT GEORGIA-ს ორგანიზებით ჩატარდა.

ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იდეის, დიზაინის, NFT პროექტის, ტექნიკური გადაწყვეტის, მარკეტინგისა და სთორილაინის გათვალისწინებითა და კოეფიციენტის მიხედვით შეაფასა.

ჰაკათონის მიზანია იყო, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, NFT ტექნოლოგიის გამოყენებით, NFT პროექტის პროტოტიპი შეექმნათ, რომელსაც კონკრეტული Utility მიენიჭებოდა.

SEU-ს ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, თეონა ბებიამ რჩეულ გუნდს ჯილდოდ გადასცა ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის სერვისი, რომელიც მათი პროექტის საჭიროებებზეა მორგებული.

აღსანიშნავია, რომ SEU-სთვის პრიორიტეტულია ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებასა და ტექნიკური უნარ-ჩვევების კომპეტენციების ამაღლებისკენაა მიმართული.

Message body empty