სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა

03 აგვისტო, 2022

ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა  ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

SEU-ს მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორმაგი დიპლომი ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში 3+1 პროგრამის ფარგლებში.

დაშვების წინაპირობა:

  • სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მე-6 სემესტრი SEU- ში
  • სტუდენტმა უნდა გააგზავნოს აპლიკაცია შესაბამის მიმართულებაზე ონლაინ - https://vizja.pl/en/oferta/
  • მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდგომი ნაბიჯებისთვის
  • ინგლისური ენის გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს  ვარშავის უნივერსიტეტი

სწავლის ღირებულება პროგრამების მიხედვით:

  • მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება - 2600 ევრო
  • ფსიქოლოგია - 2600 ევრო
  • პოლიტიკური მეცნიერებები (ჩვენთან საერთაშორისო ურთიერთობები) - 2400 ევრო
  • 1-10 სტუდენტის ფარგლებში წლიური ავტომატური ფასდაკლება – 15%
  • მაღალი GPA - ის მქონე სტუდენტებისთვის იმოქმედებს ფასდაკლება 30-50% მდე
  • მგზავრობის და  ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა ხდება სტუდენტის მიერ.

სწავლის დაწყების ვადები:

  • შემოდგომის სემესტრი - 15 ოქტომბერი
  • გაზაფხულის სემესტრი - მარტის დასაწყისი
  • დაინტერესებულმა სტუდენტებმა აუცილებელია დოკუმენტაცია წარადგინონ  მოკლე ვადაში. 
  • დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ მიმღები უნივერსიტეტის ვებ -გვერდს: https://vizja.pl/

 

Message body empty