სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების 2022 წლის კონკურსში SEU-ს პროექტმა „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში” გაიმარჯვა

05 აგვისტო, 2022

„ევროპის მწვანე შეთანხმება,“ როგორც კონტინენტის დაბალ ნახშირბადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის კავშირის სამეზობლოზე. სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანია მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებული ევროპული გამოცდილების გაზიარება ქართველი სტუდენტებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის.

პროექტის ხელმძღვანელია SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი - ირაკლი სამხარაძე და მასში ჩართულნი არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტები: ანა ფირცხალაშვილი, კურტ დეკეტელაერე, რომან სტრასერი, მატეო ფერმელია, თამთა მარგველაშვილი, გიგა გიგაშვილი, მაკა ქარდავა, მარტინ დალი.

სამწლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი სასწავლო კურსის, საზაფხულო სკოლისა და სხვა აქტივობების ორგანიზება, რომლებიც ევროპული სტანდარტების შესახებ სწავლებას, ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებაში შესაბამისი ღირებულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.