სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

09 სექტემბერი, 2022

სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მომართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან  20 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ჩარიცხვამდე: 

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები;

ჩარიცხვის შემდეგ: 

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.

მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ მომზადებულ დასკვნას და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა SEU-ში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე.

Message body empty