სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და სკოლა "ლილე"- ს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

19 სექტემბერი, 2022

19 სექტემბერს, SEU-სა და კერძო სკოლა - "ლილე"-ს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს შემდეგს:

  • სასწავლო პროგრამების განხორციელების მხარდაჭერას და განვითარებას;
  • საგანმანათლებლო სფეროში მხარეებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარებას;
  • მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას;

მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების, კვლევითი პროგრამების ორგანიზებასა და განხორციელებას.

ასევე, SEU-ს განათლების ადმინისტრირების და ფსიქოლოგიის პროგრამების სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კომპონენტს სკოლაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს SEU-ს ვიცე - რექტორმა ადმინისტრაციული მიმართულებით ბატონმა გოდერძი ბუჩაშვილმა და სკოლა "ლილე"-ს ხარისხის მართვის მენეჯერმა ბატონმა საბა ნათენაძემ.

Message body empty