სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი SEU-ში

09 ნოემბერი, 2022

2022 წლის ნოემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს სამუშაო ვიზიტით ეწვია SEU-ს პოლონელი პარტნიორი უნივერსიტეტის ლაზარსკის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი კაროლ იენე. ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრები ერთობლივი პროგრამების განვითარების მიზნით.

პროფესორი შეხვდა სტუდენტებს, გააცნო ლაზარსკის უნივერსიტეტი და შესთავაზა ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამა ლაზარსკის უნივერსიტეტში, ქალაქ ვარშავაში, პოლონეთში.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის საერთაშორისო ეკონომიკის კურსის ფარგლებში ჩაატარა ინტერაქტიული ლექციები. აღსანიშნავია, რომ პროფესორი იენე ამ კურსს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

SEU-სა და ლაზარსკის პარტნიორობის აღსანიშნავად პროფესორმა იენემ SEU-ს აკადემიურ პერსონალს ჩაუტარა სემინარი, რომლის ფარგლებში მან მსმენელებს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

Message body empty