პანელური დისკუსია SEU-ში, თემაზე „სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები“
12 ნოემბერი, 2022
11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები“.
ღონისძიების ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა, მოსამართლეებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა, აკადემიური წრისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს შემდეგ საინტერესო საკითხებზე, როგორებიცაა:
- პაციენტის ინფორმირებული თანხმობა;
- მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი და სპეციალური სტანდარტი სამედიცინო დავებში;
- მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა სამედიცინო დავებში, სამედიცინო შეცდომა;
- სამედიცინო ექსპერტიზის აქტუალური საკითხები თანამშრომლობა სასამართლოსთან;
- პაციენტის უარი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე;
- მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა სამედიცინო დავებში.
- ღონისძიების ბოლოს შედგა დისკუსია სპიკერებსა და აუდიტორიას შორის.
აღსანიშნავია, რომ შემდეგი პანელური დისკუსია გაიმართება 15 ნოემბერს, დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3UBhXVA