სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში

05 ნოემბერი, 2022

4 ნოემბერს, ექსპერტის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიწვევით, სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ვიზიტით, ეწვივნენ აღნიშნულ დაწესებულებას.

სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ცენტრის ინფრასტრუქტურას, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, დოკუმენტების ტექნიკური და ხელნაწერების ექსპერტიზის ლაბორატორიების საქმიანობის სპეციფიკას. გაიმართა საინტერესო და ინფორმატიული შეხვედრა კრიმინალისტიკური დეპარტამენის ხელმძღვანელებთან, ექსპერტებთან, რომლებისგანაც სტუდენტებმა, მათთვის საინტერესო კითხვებზე, მიიღეს კვალიფიციური პასუხები.  დასასრულს კი აიღეს თითის ანაბეჭდები.

დაიგეგმა  დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა მათი SEU-ში ვიზიტის ორგანიზების მიზნით.

Message body empty