სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ზამთრის სკოლა „SEU ბაკურიანი 2022“

16 დეკემბერი, 2022

13 – 15 დეკემბერს, SEU-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის ჩატარდა ზამთრის სკოლა SEU ბაკურიანი 2022.

სამი დღის განმავლობაში, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება ბიზნეს/სტარტაპ იდეებზე მუშაობისა და პროექტების წერის/დამუშავების მიმართულებით.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები:

  • იდეაცია და დიზაინ (შემოქმედებითი) აზროვნება;
  • მომხმარებელთა იდენტიფიცირება და customer persona შექმნა;
  • ბიზნეს მოდელი და ლინ მეთოდოლოგია;
  • Pitching techniques (ბიზნეს იდეის პრეზენტაცია/ტექნიკები);
  • პროექტის წერის ტექნიკები (პროექტის მიზნების განსაზღვრა, პროექტის დაგეგმვა და მართვა).

ზამთრის სკოლის ფარგლებში ტრენინგს გაუძღვა თეონა ბებია, SEU-ს ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ტრენინგის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.