სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

Let’s Do It Georgia – ს წლის შემაჯამებელი კონფერენცია SEU - ში

25 დეკემბერი, 2022

24 დეკემბერს, საერთაშორისო მწვანე მოძრაობა let’s do it საქართველოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში ჩატარდა წლის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც მოიცავდა let’s do it Georgia - ს საქმიანობის გაცნობას, წლის აქტივობების შეჯამებასა და სამომავლო გეგმების წარდგენას.

კონფერენციაზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს არაფორმალური და ფორმალური განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების თანამედროვე გამოწვევებსა და საინტერესო შესაძლებლობებზე.

პანელური დისკუსიის სპიკერები იყვნენ:

  • ანა ფირცხალაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
  • გიორგი აზარიაშვილი - Let’s do it საქართველოს დამფუძნებელი
  • დავით ჩქოტუა - Skillwill აკადემიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, SEU - ს ლექტორი
  • თემო შენგელაია- ახალგაზრდა კრიმინლოგთა ჯგუფის დირექორი, ლექტორი.
  • ქეთი გორდეზიანი- Masterpeace Georgia დირექტორი, პერსონალური განვითარების ტრენერი.

კონფერენციის დასასრულს, დამსწრე ახალგაზრდებისთვის ჩატარდა გათამაშება ინტერაქციული ქვიზის სახით.

გამარჯვებული მონაწილეები დასაჩუქრდნენ ეკო-მეგობრული პრიზებით.

პირველი ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ცუცხუბაიამ, რომელიც მიიღებს მონაწილეობას Erasmus+ გაცვლით პროგრამაში.

Message body empty