სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: “როგორ შევადგინოთ ეფექტური CV”

12 მაისი, 2023

11 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით,  გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: “როგორ შევადგინოთ ეფექტური CV”.

შეხვედრის სპიკერი იყო SEU-ს პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი, ნინო გვინდაძე.

საჯარო ლექციის მსვლელობისას განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • რა არის CV;
  • CV-ს შედგენის თანამედროვე სტანდარტები;
  • CV-ს შედგენისთვის საჭირო პლათფორმები და ხშირად დაშვებული შეცდომები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ  SEU-ს სტუდენტები/კურსდამთავრებულები, აბიტურიენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

Message body empty