საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მობილობას პარტნიორ ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში. სასწავლო პროცესი გაგრძელდება 2024 წლის თებერვლიდან-2025 წლის თებერვლამდე.
კონკურსში შერჩეულ სტუდენტს დაუფინანსდება მგზავრობა და მიიღებს სტიპენდიას ჯამში 5100 ევროს ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის მესამე კურსის სტუდენტებს.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 07.11.2023
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]