სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ-ს სტუდენტური დღეები 2018

16 ნოემბერი, 2018

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სეუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით 17 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით “სეუ-ს სტუდენტური დღეები 2018” გაიმართება, რომელიც მიეძღვნება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს.

სტუდენტური დღეების გახსნა (საზეიმო კონცერტით SEU Art Project-ის მონაწილეობით) და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, SEU-ს ვერანდაზე.

სტუდენტური დღეების ფარგლებში, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის, კულტურის და ინტელექტუალური კონკურსების სხვადასხვა მიმართულებებით.

ღონისძიებებში ჩართვა შეგიძლიათ სეუ-ს ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს! ამისათვის საჭიროა 24 ნოემბრის 18:00 საათამდე რეგისტრაცია გაიაროთ მიმართულებების მიხედვით.
-

სპორტული მიმართულებები:

ჭადრაკის ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1149 
მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1150 
ბოულინგის ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1147 
ბილიარდის ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1148 

-
კულტურული მიმართულებები:

X – box ცეკვის კონკურსი - http://seu.edu.ge/1144 
ფოტოების და ნახატების კონკურსი #მეხელოვნება - http://seu.edu.ge/1143 
სიმღერის კონკურსი Art Music - http://seu.edu.ge/1142 
სტუდენტური ტალანტ შოუ - creARTive - http://seu.edu.ge/1145 
პოეზიის საღამო - კოკა კობალაძე და მეგობრები - http://seu.edu.ge/1146 

-
ინტელექტუალური მიმართულებები:

რა? სად? როდის? - http://seu.edu.ge/1153 
დებატების ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1152 
ჰაკათონი - კვლევითი იდეების კრეათონი - http://seu.edu.ge/1154 
სტრატეგიული თამაში „აღმოაჩინე შენი ქალაქი“ - http://seu.edu.ge/1151 
ქოუჩინგი - http://seu.edu.ge/1155 

-
3 დეკემბერს გაიმართება კვირეულის დახურვა და დაჯილდოვება გრანდიოზული კონცერტით, SEU Art Project-ის მონაწილეობით.

Message body empty