არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ-ს დასაქმების ფორუმი 2019

17 აპრილი, 2019

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 17 აპრილს, სეუ-ში გიწვევთ მასშტაბურ ღონისძიებაზე „SEU-ს დასაქმების ფორუმი 2019“. 

სეუ-ს მიერ ორგანიზებული რიგით #2 ფორუმი, შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბურია, რადგან წელს 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იქნება წარმოდგენილი.

„SEU-ს დასაქმების ფორუმი 2019“-ზე დასწრება შეგიძლიათ სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ღონისძიების ფარგლებში საშუალება მოგეცემათ:

შეხვდეთ საქართველოში მოღვაწე საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და გაიგოთ მეტი მათი კომპანიების შესახებ.

გაეცნოთ აღნიშნულ ორგანიზაციებში არსებული აქტიური სტაჟირებებისა და ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას. 

დაუტოვოთ თქვენთვის სასურველი კომპანიის წარმომადგენელს თქვენი რეზიუმე/CV (თან იქონიეთ ამობეჭდილი სახით) სასურველ ვაკანსიაზე განსახილველად.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, ღონისძიებამდე გაიაროთ ტრენინგები ეფექტური რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების ტექნიკის დასახვეწად.

აღნიშნულ ტრენინგებს წარუძღვებიან საქართველოს შრომის ბაზარზე მოღვაწე წარმატებული კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები.

დასაქმების ფორუმში მონაწილე კომპანიები: https://bit.ly/2FB5n3F-

ფორუმზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2Ojxdp6

არ გაუშვათ შანსი და გამოიყენეთ შესაძლებლობა!
#დასაქმდიდღეს 
#SEUJobFair2019