არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

04 მარტი, 2019

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-10 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იყოთ სეუ-ს ნებისმიერი მიმართულების:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • მაგისტრატურის სტუდენტი
  • კურსდამთავრებული, რომელმაც დაასრულა სწავლა არაუმეტეს 2 წლის წინ.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სავალდებულო პირობაა კანდიდატის აკადემიური მოსწრება, რაც დადასტურებული უნდა იყოს GPA-ით (3.0 და მეტი).

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველები მობრძანდით სეუ-ს დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში 1 მარტიდან 31 მარტის ჩავლით, სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე და წარმოადგინეთ წერილობითი თანხმობა სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებ-გვერდს: http://stajireba.gov.ge

კითხვების შეთხვევაში დარეკეთ:

  • სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2197755
  • საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს კარიერულ განვითარების ცენტრში: (+995 32) 2 90 00 00 (27)