არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მაგისტრანტების კანდიდატების საბუთების მიღება დაიწყო

20 აგვისტო, 2019

დაიწყო მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:


201
9 წელს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ სთავაზობს სამაგისტრო სტიპენდიების სპეციალურ სისტემას:

სამაგისტრო სტიპენდია
სამაგისტრო სტიპენდია სეუ-ს კურსდამთავრებულებისთვის


საბუთების წარმოდგენის ვადები

  • სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 26 აგვისტოდა 13 სექტემბრის ჩათვლით (28 აგვისტოს გარდა):
  • ორშაბათი-პარასკევი: 10:00 საათიდან 20:00 საათამდე;
  • შაბათი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების საბაკალავრო საფეხურის დამადასტურებელი ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ანდიპლომის ასლი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები - შესაბამისი ტიპის ტესტის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ენობრივი კომპეტენციის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი(სურვილისამებრ)
  • სამხედრო მიწერის მოწმობა - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის
  • ფოტოსურათი 3x4 და CD

საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების ფორმატი

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

  • გამოცდა სპეციალობაში
  • გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური ენა)

გამოცდები ჩატარდება ელექტრონულად უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. 

თითოეულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51%.

უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ენის B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს (Cambridge FCE, BEC Vantage, IELTS 5-6.5, TOEFL iBT 87-109)

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 16 სექტემბერს, გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება - 20 სექტემბერს. საგამოცდო დროებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებთ SMS შეტყობინების სახით. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 25 სექტემბერს.