არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ-ს სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

04 სექტემბერი, 2019

გრძელდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო საგრანტო კონკურსი. 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აგრძელებს საგრანტო განაცხადების მიღებას საშემოდგომო საგრანტო კონკურსისთვის. 

საშემოდგომო საგრანტო კონკურსის განაცხადები მიიღება 15 ოქტომბრამდე.
საგრანტო განაცხადით დაფინანსების თანხის ოდენობა 1 000-დან 10 000 ლარამდეა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური კორპუსის ყველა წევრს. პრიორიტეტი ენიჭება სეუ-ს აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.

საგრანტო კონკურსის ძირითადი პრიორიტეტებია:

  • სასწავლო კურსების ლიტერატურის თარგმნა;
  • სახელმძღვანელო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემა;
  • კვლევითი სტატიის საერთაშორისო რეფერირებულ, იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოცემის ხელშეწყობა;
  • გამოყენებითი სამეცნიერო კვლევის განხორციელება;
  • კვლევითი ინფრასტრუქტურის ორგანიზება;
  • ერთობლივი საგრანტო პროექტების თანადაფინანსება.

გასული სემესტრის საგრანტო კონკურსის შედეგად საუნივერსიტეტო დაფინანსება ან თანადაფინანსება მოიპოვა 10-მა სამეცნიერო პროექტმა.
დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე 

გადადით ლინკზე