სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

2019 წელს ჩარიცხულ პირველკურსელთა რეგისტრაცია

04 სექტემბერი, 2019

პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 5 სექტემბერს 13:00 საათზე ბმულზე: abi.seu.edu.ge და დასრულდება 12 სექტემბრის 18:00 საათზე.

რეგისტრაციის დაწყებამდე სტუდენტს აუცილებელია გადახდილი ჰქონდეს სწავლის საფასურის პირველადი შესატანი შემდეგი პრინციპით:

  • 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 0 ლარი;
  • 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 175 ლარი;
  • 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 135 ლარი;
  • ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების, საინგილოში მცხოვრები და ოქროს/ვერცხლის მედალოსანი სტუდენტებისათვის (სეუ-ს პირველ და მეორე პრიორიტეტით ჩარიცხვის შემთხვევაში) -225 ლარი;
  • მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის - 399 ლარი;
  • ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც არ სარგებლობენ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილით - 299 ლარი.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკში, ან ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით.

პირველადი შენატანის გადახდის შემდეგ, პირველკურსელს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე (სეუ-ში მოუსვლელად) მოხდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება მითითებულ ბმულზე, http://abi.seu.edu.ge/ 

ელექტრონული რეგისტრაციის დროს პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
  • ელექტრონული სურათი (3x4);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის);
  • არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში სტუდენტის დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის მოწმობა ან მეურვის პირადობის მოწმობა და ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა.

მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას და ხელშეკრულების გაფორმებას, 9-დან 13 სექტემბრის ჩათვლით სტუდენტის მიერ არჩეულ დროს.
პირველკურსელისთვის, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის თანხლება.

პირველკურსელები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ პერიოდში რეგისტრაციის გავლას, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ არაუგვიანეს 16 სექტემბრისა.
სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს!
გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty