სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო გაცვლით პროგრამები AIESEC-სგან სეუ-ს სტუდენტებისათვის!

24 სექტემბერი, 2019

საერთაშორისო გაცვლით პროგრამები AIESEC-სგან სეუ-ს სტუდენტებისათვის!

"საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ"-სა და მსოფლიოში ყველაზე დიდ ახალგაზრდულ ორგანიზაცია AIESEC-ის პარტნიორობის ფარგლებში სეუ-ს 15 რჩეული სტუდენტი სრული დაფინანსებით საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

15 საუკეთესო სტუდენტის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://aiesec.org/global-volunteer
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს : http://bit.ly/2mzcHXF

AIESEC-ი 27,000-მდე გაცვლით პროგრამას ახორციელებს ყოველწლიურად, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განივითარონ საკუთარი თავი და აღმოაჩინონ თავიანთი პოტენციალი უცხო გარემოში,მოხალისეობრივი და პროფესიული გაცვლითი პროგრამების საშუალებით.

ამავდროულად 2019 წლის ზაფხულში სეუ-ს კამპუსმა 30-მდე უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა, რომლებმაც სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა

Message body empty