სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

30 ნოემბერი, 2019

30 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.

მულტიპროფილურ კონფერენციაზე სეუ-ს და სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტმა სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს ბიზნესის და ეკონომიკის, განათლების, ჟურნალისტიკის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

მათ შორის 12 სტუდენტი, ნომინაციებში: „საუკეთესო ნაშრომი“, „საუკეთესო პრეზენტაცია“, „საუკეთესო კვლევა“ და „ჟიურის სიმპათია“ სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდა.

ჟიურის მიერ შერჩეული სტატიები უნივერსიტეტის ელექტრონულ ჟურნალში განთავსდება.

ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ წელიწადში ორჯერ მასპინძლობს საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციას.

Message body empty