სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე

10 დეკემბერი, 2019

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში სამართლის დოქტორის, პროფესორ ბესიკ ლოლაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „სასამართლო ხელისუფლების ძირითადი უფლებებით შეზღუდვის პრობლემები“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სეუ-ს, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები, სტუდენტები და სამართლის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები.

შეგახსენებთ, რომ 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს და სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

Message body empty