სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პრაქტიკა და საზაფხულო დასაქმება გერმანიაში სეუ-ს სტუდენტებისთვის

17 დეკემბერი, 2019

16 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პრაქტიკა, საზაფხულო დასაქმება და პროფესიული განათლება გერმანიაში - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდათ თავად სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს საერთაშორისო პრაქტიკის შესაძლებლობებს.

საზაფხულო დასაქმების მიზანია პრაქტიკული, პროფესიული უნარების გაუმჯობესება, უცხო სამუშაო გარემოსთან ადაპტირება, მასპინძელი ქვეყნის კულტურის გაცნობა, გერმანული ენის შესწავლა/გაუმჯობესება და საერთაშორისო პროფესიული კავშირების მოძიება.

Message body empty