სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ-ს თეატრალური დასი სტუდენტურ ფესტივალზე „ნიღაბი 2019“

19 დეკემბერი, 2019

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს თეატრალურმა დასმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „ნიღაბი 2019“.

სეუ-ს სტუდენტებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „დორიან გრეი“, ოსკარ უაილდის რომანის მიხედვით.  ჟიურის მიერ შეფასდა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს თეატრალური დასის სტუდენტები: ელენე გიგინეიშვილი და ლევან ჩერქეზია დაჯილდოვდნენ ნომინაციებში: „ქალის მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი“  და „ეპოზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი“.

ფესტივალის საპატიო პრიზი მხარდაჭერისთვის გადაეცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რექტორს - ბატონ გია კავთელიშვილს.

Message body empty