სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დებატების ტურნირი 2019

10 დეკემბერი, 2019

სეუ-ს დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით, 9-10 დეკემბერს გაიმართა „დებატების ტურნირი 2019“, ამერიკული საპარლამენტო ფორმატით, რომლის თემატიკა „ახალგაზრდული პოლიტიკა“ გახლდათ.

პროექტში მონაწილეობის მსურველთაგან, 24 სტუდენტი შეირჩა, რომელთაგან 12 გუნდი დაკომპლექტა.
დებატების ტურნირის გამარჯვებულები - მარიამ ქირია და გიგა ქურციკიძე, ჟიურიმ გამოავლინა, რომლებსაც სეუს-გან 3-თვიანი სტიპენდია გადაეცათ.

ტურნირის „ტოპ სპიკერებად“ ლუკა ყავალაშვილი, გაგა ჩართოლანი, ლუკა ბაკურაძე, მარიამ ჩიტაური და ცირა გოგნაძე დასახელდნენ.

ტურნირამდე ორი კვირით ადრე მონაწილეებისთვის, სამუშაო შეხვედრები გაიმართა დებატების სპეციფიკაზე, ფორმატზე, თემატიკასა და პოლიტიკურ იდეოლოგიებზე.

Message body empty