სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამუშაო შეხვედრა მენეჯმენტის პროგრამის პროფესორებისთვის

22 დეკემბერი, 2019

23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მენეჯმენტის პროგრამის პროფესორებისთვის გაიმართა ვორკშოპი, რომელსაც უძღვებოდა ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი სევერინ ჰორნუნგი. 

ვორკშოპის მიზანი იყო მენეჯმენტის ბლოკის სასწავლო კურსების ხელმძღვანელ ლექტორებთან ერთად მენეჯმენტის კვლევის სფეროში არსებული განვითარების თანამედროვე მიმართულებების განხილვა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მენეჯმენტის კონცეფციის ანალიზი და მენეჯმენტის კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირების გზების გამოვლენა.

დოქტორი სევერინ ჰორნუნგი გახლავთ ინსბრუკის უნივერსიტეტის ლექტორი და უფროსი მკვლევარი. დოქტორის ხარისხი მიიღო მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს აკადემიური პოზიციები ეკავა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჰონგ-კონგის და აშშ-ს უნივერსიტეტებში. მისი კვლევის სფეროებია თანამშრომელზე ორიენტირებული სამუშაო პრაქტიკა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და ორგანიზაციული ქცევა.

Message body empty