მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
11 თებერვალი, 2020
სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) 2020 წლის 12 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 12:00 სთ-დან 19:00 საათამდე და ხელმოწერით დაადასტურონ თანხმობა კრედიტების აღიარებაზე.
უნივერსიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
ჩარიცხვამდე:
- განცხადება რექტორის სახელზე (სტუდენტი ავსებს ადგილზე);
- პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი;
- სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) ასლი;
- სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები;
ჩარიცხვის შემდეგ:
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
- ფოტოსურათი 3X4 (CD);
- წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);