საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მასშტაბური პროექტის „სტუდენტური სტარტაპი 2020“ ფინალური ეტაპი 21-23 თებერვალს ბაკურიანში გაიმართა.
სეუ-ს სტუდენტებმა ბიზნეს იდეებზე 2 თვის განმავლობაში იმუშავეს და პროექტის მესამე ეტაპზე მენტორების ჩართულობით საკუთარი ბიზნეს იდეები საკონკურსო პროექტებად წარმოადგინეს.
სეუ-ს სტუდენტები, რომლებმაც სტუდენტური სტარტაპი 2020-ის ფარგლებში ბიზნეს იდეებზე იმუშავეს, სტარტაპ საქართველოს საგრანტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას; გამარჯვების შემთხვევაში კი ფინანსურ თანამონაწილეობას სრულად უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უნივერისტეტი სეუ.