არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

რიგგარეშე მობილობა

25 თებერვალი, 2020

რიგგარეშე მობილობა შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის განხორციელდება გამარტივებული წესით.
რიგგარეშე მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განცხადება და პირადი საქმის ასლები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ში უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 24 თებერვლიდან - 2020 წლის 6 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე.

რიგგარეშე მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ჩარიცხვამდე:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი;
  4. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, დამოწმებული ბეჭდით;
  5. სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.

ჩარიცხვის შემდეგ:

  1. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  2. სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  3. ფოტოსურათი 3X4 (CD);
  4. წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.

  • რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადა: 2020 წლის 4 მარტიდან - 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით.
  • სეუ-ში სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა: არაუგვიანეს 2020 წლის 16 მარტისა. 
  • სეუ-ს მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ.9 (მეტრო 300 არაგველი)


იხილეთ რიგგარეშე მობილობაზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი