სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სადეზინფექციო სამუშაოები სეუ-ში

08 მარტი, 2020

8 მარტს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში ახალი COVID-19 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სეუ-ს კამპუსის დეზინფექცია უზრუნველყო კომპანია „კომლფორტის“ სპეციალურმა ჯგუფმა.

სეუ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა სტუდენტმა და თანამშრომელმა სწავლისა და მუშაობის დროს დაცულად იგრძნოს თავი. ამისთვის, სეუ-ს რექტორის ინიციატივით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს სპეციალური ხსნარების გამოყენებით დეზინფექციის ჩატარებას.
სეუ-ს მისაღები სივრცე და სამუშაო კაბინეტები აღჭურვილია პირველადი სადეზინფექციო და დამცავი ჰიგიენური საშუალებებით.

Message body empty