სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის აკადემიური კონკურსი

02 მარტი, 2020

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის აკადემიური კონკურსი

საბუთების შემოტანის ვადა: 07/03/2020-11/03/2020 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების ( ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე მენეჯმენტის მიმართულებით.

საკონკურსო ვაკანსიები:

  1. ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია
  2. ასისტენტ-პროფესორი - 4 ვაკანსია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

 

საკონკურსო კრიტერიუმები:

1ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

1.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

2) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

4) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).

ან

1.2. პროფესიული ნიშნით:

1) დარგის ადეკვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს ერთ­ერთი შემდეგი ნიშნით:

ა) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია მენეჯმენტის  სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან.

ბ) სამეცნიერო­კვლევითი (არანაკლებ 5 პუბლიკაციისა შესაბამის დარგში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილები.

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).

 

2ასისტენტ­ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების განხორციელების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).

ან

2.2. პროფესიული ნიშნით:

1) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია მენეჯმენტის  სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა / შესაბამისი სასწავლო კურსების  სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).

 

დამატებითი კრიტერიუმები:

1. დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

2. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები.

3. პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა.

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1.განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება).

2.ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა.

3.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

4.საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია ­ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ

5.დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).

6.კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი, შესაბამისი საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი რაოდენობით).

 

კონკურსის ეტაპები:

1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად).

2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

 

კონკურსის პირობები:

1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.

2. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.

3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

ა) პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით;

ბ) მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით.

გ) ანაზღაურება დამოკიდებულია კონკურსანტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე

კონკურსის ვადები:

  1. კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის  6 თებერვლიდან.
  2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 7 მარტიდან   2020 წლის 10 მარტის ჩათვლით.
  3. 3.      კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2020 წლის 11 მარტს.
  4. კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2020 წლის 12-13 მარტს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
  5. კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2020 წლის 14 მარტს.
  6. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2020 წლის 16 მარტის  ჩათვლით.
  7. სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2020 წლის 17 მარტს.
  8. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 18 მარტს.


დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით).

საკონტაქტო ელ¬ფოსტა: [email protected]    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21