სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტი ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის "ELFA" წევრი გახდა!

06 აპრილი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს  იურიდიული ფაკულტეტი  ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის

ასოციაცია "ELFA" დაარსდა ევროპაში იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, იდეათა ერთიერთგაცვლის და დისკუსიის პლატფორმის უზრუნველსაყოფად.  "ELFA"– ს საქმიანობის მიზანია, კოორდინაცია გაუწიოს ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმის პროცესს, სამართლის აქტუალური საკითხებზე დისკუსიას, ევროპაში უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და იურიდიული ფაკულტეტების წარმოჩენას  იურისტთა ასოციაციებთან, ეროვნულ და ევროპულ ინსტიტუტებთან.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს პროფესორებისთვის, ეს ნიშნავს შესაძლებლობას,  მონაწილეობა მიიღონ "ELFA"– ს  წევრი სამართლის ფაკულტეტების შემოთავაზებულ ღონისძიებებში, კონფერენციებსა და სტატიების კონკურსებში.

ხოლო სეუს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ უფრო მეტ გაცვლით პროგრამაში, კონკურსებსა და ზაფხულის სკოლებში. 

გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty