სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამაგისტრო სტიპენდიის კონკურსი

21 აპრილი, 2020

უნიკალური შესაძლებლობა საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის

პარიზის უნივერსიტეტი Université Paris-Saclay სამაგისტრო სტიპენდიების კონკურსს აცხადებს 2020-2021 სასწავლო წლის პროგრამებისთვის. სტიპენდია სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით, 1 ან 2 წლის ვადით გაიცემა და შეადგენს 1,000 ევროს თვეში (წელიწადში 10 თვის ოდენობით) რაც ითვალისწინებს ცხოვრების, სწავლის და ყოველდღიურ ხარჯებს. უნივერსიტეტი ასევე ფარავს სავიზო და სამგზავრო ხარჯებს 1,000 ევროს ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კანდიდატმა წარმატებით გაიაროს Université Paris-Saclay ერთერთ სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია და დაშვებულ იქნას ამ პროგრამაზე. კანდიდატების შერჩევა მოხდება აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 27 მაისი

კონკურსის პირობების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: 

https://www.universite-paris-saclay.fr/en/admission/bourses-et-aides-financieres/bourses-internationales-de-master/international-masters-scholarships-program

ან მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს [email protected]

 

Message body empty